მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკო კვარაცხელია დღეს 25 წლისა გახდებოდა

ნიკო კვარაცხელია დღეს 25 წლისა გახდებოდა

Published on

ქართველი მეცნიერი და ტექნოლოგიების სპეციალისტი ნიკო კვარაცხელია, რომელიც თბილისში ქილერმა მოკლა, დღეს 25 წლის გახდებოდა. ნიკოს დედა იზა ომაძე “ფეისბუქზე” წერილს აქვეყნებს:
“მინდა დავწერო ნიკო 25 წლის, მაგრამ შვილო შენ ხომ მარად 22 წლის ხარროგორი გაუსაძლისი დღე დადგა, უსაშინლეს სიზმარშიც რომ ვერ დავუშვებდით
ნიკო მთაში,ნიკო ზღვაში, ნიკო მოგზაურობაში, ყველგან ნიკო….
თურმე ზეცას აკლადი მანათობლად….
მგონი თითზე ჩამოსათვლელად თუ შეხვედრია ვინმე სიკვდილს ღიმილით, შენს მეტყველ და ღიმილიან სახეს რომელსაც უკანასკნელად დავხედე დავყავარ დღესაც და მახსენდება დიდი ილიას ნათქვამი:
”პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.“
მაგ ღიმილიანმა სახემ რა გზაზეც დაგვაყენა ისე მივუყვებით ცხოვრებას შენთან ჩახუტებამდე…
ჩვენო ბიჭო, ამ ქვეყნის ხელისუფალს ღმერთზე და კანონზე უფრო შენი მკვლელობის დამგეგმავის ეშინია, მაგრამ გვწამს შვილო შავი ასოებით და ქვეყნის მოღალატის სახელით შევლენ უახლეს ისტორიაში ვისაც იოტისოდენა წვლილიც კი მიუძღვის ! ძალიან ცოტა დრო დარჩა შვილო ძალიან ცოტა…” ,- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...