მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ.თბილისის მერს პარლამენტში ელოდებიან. მერიაში განმარტავენ, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით შეფასებასა და შენიშვნებს წარადგენენ. კალაძის მოადგილე აცხადებს, რომ პროექტში არსებობს ხარვეზები და არის კითხვები, რომელთაც პოლიტიკოსებთან ერთად განიხილავენ.ილია ელოშვილის თქმით, დედაქალაქის გენგეგმის არსებული პროექტი არ არის ისეთი ნამუშევარი, როგორიც თბილისს ეკადრება. შეხვედრა პარლამენტში 14:00 საათზე დაიწყება.გენგეგმაზე თბილისის მერსა და მერობის ყოფილ კანდიდატებს შორის დაპირისპირება მოხდა.თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.
სიახლეები
პოლიტიკა
გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე
დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...
კონფლიქტები
უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს
უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა.
უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...
მსოფლიო
კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...
საზოგადოება
დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს
„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...