მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტი ლაშა ბერულავა: სუსტი ნერვების მქონეებმა არ წაიკითხოთ, მე მოვკვდი, სანამ ვთარგმნიდი..

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: სუსტი ნერვების მქონეებმა არ წაიკითხოთ, მე მოვკვდი, სანამ ვთარგმნიდი..

Published on

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელსაც უკიდურესად დაძაბულ, მათ შორის საომარ მდგომარეობაში, ოკუპანტის პირისპირ  არ გაუცია თავი და გულს შემონთებული ცეცხლი, სულ ერთ ფრაზით ანადგურებს მათ, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოში ვინმეს უხარია კემეროვოს ტრაგედია.:   ს,,უსტი ნერვების მქონეებმა არ წაიკითხოთ, მე მოვკვდი, სანამ ვთარგმნიდი''… – ასეთ კომენტარს ურთავს იგი რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თარგმანს თავის პირად ფეისბუქ გვერდზე .
 
გამოცხადებული ჯოჯოხეთის ქრონიკა – მამის ნაამბობი, რომელსაც სამი ქალიშვილი ცოცხლად დაეწვა. 
 
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრის დარბაზში ალექსანდრეს სამი ქალიშვილი ცოცხლად დაიწვა. ტყუპები 11-ის, ხოლო უმცროსი – 5 წლის იყვნენ. ალექსანდრეც იქვე იყო, მაგრამ გადარჩა. 
 
როგორც ის ჰყვება, კვირას ქალიშვილები სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე მდებარე კინოთეატრში მიიყვანა, უყიდა მათ ბილეთი მულტფილმ "შერლოკ გნომსის" სეანსზე, თითოეულს ასევე უყიდა პოპკორნი, მიაცილა დარბაზამდე და ჩავიდა პირველ სართულზე, რათა სეანსის დასრულებას დალოდებოდა. 
 
სეანსი 14:40-ზე დაიწყო, საათნახევრის შემდეგ კი ერთერთმა გოგონამ დაურეკა მამას და უთხრა, რომ დარბაზში კვამლი დგას, ხოლო დებთან ერთად გარეთ ვერ გამოდის, რადგან კარები ჩაკეტილია. 
 
ალექსანდრე მაშინვე საშველად გავარდა – ამ დროს შენობაში უკვე ყველგან კვამლი იყო. 
"კიბეზე ავრბოდი, ვიღაცამ ხელში სველი ტილო ჩამიდო, ცხვირზე მივიფარე. მეოთხეზე რომ ავირბინე, მაშინვე ფანჯარა ჩვამსხვრიე, რომ კვამლი გარეთ გასულიყო და წევა ზემოთ ყოფილიყო მიმართული, შემდეგ კი დავეცი. დავიწყე ხოხვა, ვხვდებოდი, რომ ძალა მეცლებოდა, მომწამვლელ გაზს ვსუნთქავდი, გონება მებინდებოდა. 
ჩემი ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა და მირეკავდა. მე მხოლოდ იმას ვუყვიროდი ტელეფონში, რომ ეცადა დარბაზიდან გამოსვლა, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო – წინ უკვე ცეცხლი იყო".
 
როცა შვილებამდე მიღწევა ვერ შეძლო, ალექსანდრე ქვემოთ გაიქცა, რომ დასახმარებლად მაშველები მოეყვანა. ქუჩაში მან მაშველთა პირველი ბრიგადა დაინახა, ისინი ცეცხლის ჩაქრობას ზემოდან აპირებდნენ. 
 
"მე მათ ვუთხარი, რომ მეოთხე სართულზე ბავშვები კინოთეატრის დარბაზში არიან ჩაკეტილი და ჯერაც ცოცხლები არიან, საჭიროა მათი გამოყვანა. ისინი დამეთანხმნენ, მაგრამ მთელი სამი, გესმით? მთელი სამი წუთი აირწინაღების ჩამოცმას მოუნდნენ. მე მათ კიბე ვაჩვენე, საიდანაც ყველაზე სწრაფად აირბენდნენ კინოთეატრამდე და თავდაპირველად გამომყვნენ, მაგრამ მერე ვიღაც კაცმა დაიყვირა, ცენტრალურ კიბეზე ცეცხლიაო და ისინი მას გაჰყვნენ… შევეხვეწე – "ერთი აირწინაღი მომეცით, მე თვითონ გამოვიყვან მათ", მაგრამ მათ მითხრეს: "არ შეიძლება, ყველაფერი წესის მიხედვით უნდა მოხდეს…" – და ჩემი ქალიშვილები ცოცხლად დაიწვნენ, ამ წესების გამო…"
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...