მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდება კურსკის ოლქში და რუსეთის რა ტერიტორიას აკონტროლებენ უკრაინელები (რუკა)

რა ხდება კურსკის ოლქში და რუსეთის რა ტერიტორიას აკონტროლებენ უკრაინელები (რუკა)

Published on

“ქართული ლეგიონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, ჟურნალისტი ლექსო მაჭავარიანი კურსკის ოლქში არსებულ მდგომარეობას ანალიზით ეხმიანება და დეტალურად აღწერს, რა ტერიტორიას აკონტროლებს ამჟამინდელი მდგომარეობით უკრაინა. 

ამჯერად მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე, ჯავშანტექნიკის, დრონების, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებისა და საინჟინრო ქვედანაყოფების გამოყენებით.

ორი დღის განმავლობაში უკრაინის წინსვლამ რუსეთის სიღრმეში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 15-დან 25 კილომეტრამდე შეადგინა.

დაკავებულია 10-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. უკრაინის მოწინავე ძალები კურსკის ოლქის ორ ადმინისტრაციულ ცენტრში – სუჯასა და კორენევოში შევიდნენ.

უკრაინის ხელში გადავიდა სუჯას გაზის გამანაწილებელი სადგური, ერთადერთი დარჩენილი გზა, რომლითაც რუსეთიდან ევროპას გაზი მიეწოდება.

უკრაინის ტაქტიკა ხარკივის ოპერაციის დროს გამოყენებადის მსგავსია – მობილური მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც ფრონტის ხაზს არღვევენ, მათ კი მეორე ეშელონი მოჰყვება, რომელიც ამ დასახლებებს იკავებს.

ყველა გზა უკრაინული FPV-დრონებით კონტროლდება, რაც რუსული ჯარის გადაადგილებას ართულებს. გზების ნაწილი დისტანციურადაა დანაღმული.

ამავე დროს, აღსანიშნავია აშშ-ის სახდეპის განცხადება:

“უკრაინა თავად იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ აწარმოოს სამხედრო ოპერაციები, აშშ-ის პოლიტიკა შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით არ ირღვევა”.

ეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტი, რუსი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი (ჟენია) პოდუბნი, რომლის მანქანასაც უკრაინული დრონი დაეცა, ცალკეული ვერსიით, ჯერ არ მომკვდარა, მაგრამ ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან: მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.

ქალაქ სუჯის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს, ხოლო მარგარიტა სიმონიანი ყველას ლოცვების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

კურსკის ოლქის რუკა, რომელზეც მონიშნულია უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია:

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...