მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 896-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

ომის 896-ე დღე: სად რა ხდება უკრაინაში

Published on

უკრაინის ცხელ წერტილებში, ფრონტის წინახაზებზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 107 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამასთან, ბოლო პერიოდში შეტაკებები გადავიდა რუეთის ტერიტორიაზე, სადაც დაძაბულობაა როგორც საზღვრისპირა რეგიონებში, ასევე ქვეყნის სიღრმეში.

ასე მაგალითად, 6 აგვისტოს აფეთქების ხმები ისმოდა კურსკის ოლქში, მათ შორის, იმ ტერიტორაზეც, სადაც ატომური ელექტროსადგურია განთავსებული. სავარაუდოდ, მოქმედებდა უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძის მიერ მომზადებული როგორც უკრაინელი, ასევე ქართველი მებრძოლებიც იმყოფებიან.

მაგალითად, გიორგი ფარცვანიამ ატვირთა ვიდეო, სადაც ის ვანო ნადირაძეს მიმართავს და ამბობს, რომ სიგარეტს რუსეთის ტერიტორიაზე გაუკიდა. მოგვიანებით კურსკის ოლქში მომხდარი აფეთქებების ამსახველი კადრები რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმაც გაავრცელეს, ხოლო კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ “რეგიონში დაძაბულობაა და შეტაკებები მიმდინარეობს, მაგრამ სიტუაციის კონტროლი შენარჩუნებულია”.

აღსანიშნავია ასევე, რომ პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია დასახლება ნიუ-იორკის აღების ესახებ, უკრაინის არმიის გენშტაბს ეს ცნობა ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია. 

უკრაინისთვის გადაცემულმა F-16-მა უკვე დაიწყე მოქმედება და პირველი რუსული მოიერიშე ცამოაგდეს. ვიდეოში რუსი მფრინავი, რომელმაც კატაპულტირება მოასწრო, ამბობს, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად დაზიანდა და ვარდნა დაიწყო მისმა სუ-34-მა. შემთხვევა ე.წ. დნრ-ის თავზე მოხდა. 

აფეთქებების ხმა წუხელ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზეც ისმოდა. სავარაუდოდ, რამდენიმე ობიექტი უკრაინული დრონების სამიზნე გახდა. 

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...