მთავარისიახლეებიპრემიერის განკარგულებით, ქუთაისის პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად გადაკეთდება

პრემიერის განკარგულებით, ქუთაისის პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად გადაკეთდება

Published on

ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობას ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევას უპირებენ. ხელი ახალ განკარგულებას ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა. დიდი ალბათობით, შენობაში სამუშაოებს მალე დაიწყებენ. არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია, ჯამში, 12 მილიონის დახარჯვა, რათა განადგურების პირას მყოფი შენობა გამართონ და უახლესი ტექნიკით აღჭურვონ. განკარგულების თანახმად, ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წელს უნდა გაიხსნას.

ჯერჯერობით უცნობია, რა იგულისმება ტექნოლოგიურ ჰაბში და რა ტიპის ინფრასტრუქტურით უნდა აღიჭურვოს ის.

ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილის გუნდი მანიპულაციებში ეფლობა და ამომრჩევლის გულის მოგებას ახლა განახლებული ინფრასტრუქტურული ობიექტებით ცდილობენ.

8 წელია ქვეყნის მიტოვებული პარლამენტის შენობა არავის გახსენებია ისევე, როგორც ჩვენი საჯარო საკუთრების აბსოლუტური უმრავლესობა და შესაბამისად, არავის სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ გააჩნია ან სურვილი ან უნარი, ამ პარლამენტის შენობიდან რაიმე გააკეთოს. ეს არის მათი გულგრილი და სამარცხვინო დამოკიდებულების გაგრძელება, სადაც წინასაარჩევნოდ ახლა ცდილობენ, რომ საზოგადოება მოატყუონ და უთხრა, რომ რაღაცის გაკეთებას გეგმავენ მაშინ, როდესაც 8 წლის განმავლობაში ქუთაისში პარლამენტის ტერიტორია იყო ძაროხების საბალახო სივრცედ გადაქცეული. რომ ჰკითხოთ, რას ნიშნავს ტექნოლოგიური ჰაბი და რის გაკეთებას აპირებს იქ, დაწრმუნებული ვარ, არც კი აქვთ გააზრებული, – ამბობს „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე.

პრემიერის ამ წამოწყებას წინსაარჩევნო აფიორას უწოდებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძეც.

დაპირება, რომ თითოქს ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის რაიმეს გააკეთებს, ეს არის მორიგი წინსაარჩევნო აფიორა, იმიტომ, რომ აქამდე ამ ადამიანს არაფერი გაუკეთებია ამ 12 წელიწადში და ისეთივე ტყუილი დაპირებაა, როგორიც იყო იაფი ფული, 100 ქარხანა, კომუნალური ტარიფების განახევრება, 5 მნ ყველა სოფელს და ა.შ. ეს პროექტები ქუთაისისთის და მთელი საქართველოსთვის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ განხორციელდება მას შემდეგ, რაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ „ქართულ ოცნებას“ მოვაშორებთ და საქართველოში გაგრძელდება ის კეთილდღეობა და აღმშენებლობა, რომელიც იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე, – ამბობს ირაკლი ნადირაძე.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...