მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატს პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

ადვოკატს პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ

Published on

ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაში უშუალოდ განყოფილების უფროსიც მონაწილეობდა.

ადვოკატის მტკიცებით, ცემის მიზეზი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავშირებით არჩეული სტრატეგია გახდა – დაკავებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებითაც დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. იგი ტვინის შერყევით საავადმყოფოშია მოთავსებული

თბილისის პროკურატურაში პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ცნობით, პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიმართ თბილისის პროკურატურაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე 333 მუხლის მესამე ნაწილით საქმეა აღძრული და ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

სიახლეები

ბიჭი, რომელიც ყვირილას ჩანჩქერზე დაიღუპა, 25 წლის ჯონი სიხარულიძეა

ბიჭი, რომელიც რაჭაში, სოფელ შედა შავრაში, ყვირილას ჩანჩქერზე გაუჩინარდა და რამდენიმე საათის შემდეგ წყალში,...

ახალი დეტალები დაურ ბუავას საქმეში: შსს-მ ორი ბინა გაჩხრიკა და ნარკოტიკები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე...

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა — სავარაუდოდ, რეისი თბილისიდან სრულდებოდა რუსეთში, სტავროპოლის...

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...