მთავარისიახლეებისაზოგადოებაFacebook-თან მიმართებაში მკაცრი ზომები გატარდება

Facebook-თან მიმართებაში მკაცრი ზომები გატარდება

Published on

ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვერა იუროვამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ Facebook-თან მიმართებაში, რომელიც პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენების სკანდალშია გახვეული, მკაცრი ზომები გატარდება.
„Facebook-ის 50 მილიონზე მეტი მომხმარებლის მონაცემების ბოროტად გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ევროკომისარმა გერმანულ გამოცემა Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში. ევროკომისარმა შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით Facebook-ის ხელმძღვანელობისგან ოფიციალური განცხადება მოითხოვა. „Facebook-ისგან შემდგომ განმარტებებს მოვითხოვ, მაგალითად, იმის თაობაზე თუ რა დონით შეეხო მონაცემთა ბოროტად გამოყენება ევროპელ მომხმარებლებს“, – აღნიშნა ვერა იუროვამ. იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ევროკავშირი დაარწმუნეს, რომ ამ სიტუაციას სერიოზულად განიხილავენ და საჭირო ზომების მომზადებაზე მუშაობენ. „ეს სკანდალი სიგნალი უნდა გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. თუ როგორ ვეპყრობით პირად მონაცემებს, ამას მასშტაბური შედეგები შეიძლება ჰქონდეს“, – დასძინა მან. მარტის შუა რიცხვებში ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica იმაში დაადანაშაულეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საარჩევნო პროცესებში ერეოდა ამომრჩევლებზე IT ტექნოლოგიების გამოყენებით გავლენის მოხდენისა და სოციალურ ქსელებში მათი პერსონალური მონაცემების მოპარვის გზით. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...