მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ჩვილი გადარჩენილია, როგორი იქნება მისი ცხოვრებს...

ზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ჩვილი გადარჩენილია, როგორი იქნება მისი ცხოვრებს გზა?..

Published on

ახალშობილს, რომელიც ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მიტოვებული იპოვეს  და ამჟამად  ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, მედიკოსების ინფორმაციით, აღარაფერი ემუქრება –  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
 
საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კლინიკაში ჩვილი გუშინ დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს.  ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა. „ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული, ჰიპოთერმიით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალშობილთა განყოფილებაში მოვათავსეთ. ამჟამად ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებს იგი.
 
იმ სახლის მეპატრონე ზაურ ფიფია , რომლის ჭიშკართანაც  ბავშვი იპოვეს ,  ამბობს, რომ მიტოვებული ახალშობილი  პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული, .,,მეზობლებმა დამიძახეს და მითხრეს, რომ ჭიშკართან, პოლიეთილენის პარკში ბავშვი იყო. გამოვედით და ვნახეთ ახალშობილი ბიჭი. ტიტველი იყო და ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. შევახვიეთ ნაჭერში და პოლიციაში დავრეკეთ. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და საავადმყოფოში წაიყვანეს“, – ამბობს ფიფია.
 
შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
 
უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სიახლეები

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...

“თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი”- ჰერჩინსკის ქართული მიმართვა ევროპის დღეზე

"თუ ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს EU-ს წევრობის შანსი" - ამის...