მთავარისიახლეებისაზოგადოებაოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

Published on

რუსებმა, 24 ივლისის ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ხარკოვი და მისი მიმდებარე ტერიტორიები S-300 რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი იჰორ ტერეხოვი ავრცელებს.

პირველი დარტყმა ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში არსებულ ინდუსტრიულ ზონაზე იყო, მეორე კი საცხოვრებელ ზონას შეეხო, რის შედეგადაც ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დაახლოებით დილის 07:00 საათზე, მალოდანილივსკის თემზე დრონის თავდასხმის დროს ორი კაცი დაიჭრა. ცეცხლი წაუკიდეს ცხენის თავლებსაც.

თავდასხმის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...