მთავარისიახლეებისაზოგადოებაარჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

Published on

ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში მოკლეს და ოკუპირებული ტერიტორიიდან მისი ცხედარი მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს.  ცხედარი დღეს წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს როგორც ტაძარში, ასევე მანამდე სოფელ წეროვანში, მის სახლში არაერთი ადამიანი დაესწრო.მოკლულის ოჯახს ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიუსამძიმრეს.
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...