მთავარისიახლეებიმსოფლიოარჩევნებამდე 107 დღეა, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ - კამალა ჰარისი

არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ – კამალა ჰარისი

Published on

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისივე სურვილით გამოეთიშა საპრეზიდენტო მარათონს და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ამ პოსტზე ღიად დაუჭირა მხარი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. 

თავის მრივ, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დემოკრატიული პარტია და ქვეყანა გააერთიანოს და ტრამპი დაამარცხოს:

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანო ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი“, – აღნიშნა ჰარისმა.

მან ჯო ბაიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

„ამერიკელი ხალხის სახელით მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს მისი არაჩვეულებრივი ლიდერობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე და ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. მისი შესანიშნავი მიღწევების მემკვიდრეობა შეუდარებელია ამერიკის თანამედროვე ისტორიაში და აღემატება მრავალი პრეზიდენტის მემკვიდრეობას, რომლებიც ორი ვადით იმსახურეს“, – აღნიშნა ჰარისმა.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...