მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია.18 ივლისის 12:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ მას 15 ივლისს მიმართა.

პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, სხვა საკითხებთან ერთად კენჭი უყაროს მის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას.

“დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღისწესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი წარმართა შეუფერხებლად და გამჭვირვალედ და 2024 წლის 24 მაისს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატი, თუმცა ამ დრომდე პარლამენტში არცერთ დონეზე არ დაწყებულა წარდგენილი კანდიდატურის განხილვა.

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ეტაპზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს შესარჩევი კომისიის მუშაობაზე დაკვირვების მიზნით პარლამენტის წარმომადგენლის ჩართულობის შესახებ. პარლამენტმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...