მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანიიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა.

გერმანიიდან უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა.

Published on

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გამოაძევეს. ამჯერად უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევისთვის საქართველოში 50-მდე პირის დეპორტაცია განხორციელდა.საქართველოს მოქალაქეები თბილისში სპეციალური რეისით ჩამოფრინდნენ. დეპორტირებულებს შორის ბავშვებიც არიან.გერმანიიდან გამოძევებული ქართველების განცხადებით, მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. როგორც ისინი აცხადებენ, „სახლში მიაკითხეს და აეროპორტში წამოიყვანეს“.„გერმანიის ტერიტორიიდან განხორციელდა არალეგალურად ჩაბარებული საქართველოს მოქალაქეების დეპორტირება. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია „ფრონტექსის“ წარმომადგენელმა ირმა ცირამუამ, რომელიც პროცესის მონიტორინგის ახორციელებს. როგორც ცნობილია, გერმანიიდან საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისია, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, პერიოდულად ხორციელდება. 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...