მთავარისიახლეებისაზოგადოებამესტიაში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. სვანები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ.

მესტიაში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. სვანები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ.

Published on

მესტიაში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. სვანები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ. საქმე ეხება ჰესის მშენებლობას. ადგილობრივებმა უკვე შექმნეს მობილური ჯგუფები, რომლებიც სვანეთში მძიმე სამშენებლო ტექნიკის გადაადგილებას აკონტროლებენ. მესტიაში ამბობენ რომ ”მესტია ჭალა ჰესის” მშენებლობას არ დაუშვებენ.ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მესტიაში უკვე ყოველდღიურად იმართება. ისინი ამ დრომდე არ აძლევენ სამშენებლო კომპანიას ტექნიკის შეყვანის უფლებას იმ ადგილას, სადაც საშუალო სიმძლავრის ჰესი უნდა აშენდეს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ამის გამო ხელისუფლებამ მათ მიმართ სანქციები დაიწყო. სამსახური დაატოვებინეს გამგეობის ორ თანამშრომელს.ბრალდებებს უარყოფს მესტიის გამგებელი. კაპიტონ ჟორჟოლიანი ამტკიცებს, რომ მათი შემცირება უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება.მესტია ჭალადიდის ჰესის მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს, სამშენებლო პროცესი მოსახლეობის პროტესტის გამო ამ დროისთვის შეჩერებულია, მშენებელი კომპანია სამუშაოების განახლებას რამდენიმე დღეში გეგმავს, მანამდე კი ისინი მესტიელებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუკი შეთანხმება ვერ შედგება არ არის გამორიცხული, რომ კომპანიამ ტექნიკა იძულებით შეიყვანოს.

სიახლეები

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...