მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი-2"-ის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნებ, - ნათქვამია ...

“რუსთავი-2”-ის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნებ, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

Published on

სააპელაციო პროცესის დაწყებამდე "რუსთავი-2"-ის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა.
"აშშ ღრმად არის შეშფოთებული "რუსთავის 2"-ის საკითხით და მისი მნიშვნელობით საქართველოში მედია თავისუფლების, პოლიტიკურ პლურალიზმსა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ტელეკომპანიის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელი უნდა შეეწყოს კრიტიკულ აზრს და არა დუმილს. როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადეთ ამ საკითხზე საუბრისას, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საფუძველია და კვლავ გადამწყვეტი რჩება საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
ჩვენ ამას ხაზი გავუსვით 2 ნოემბერს, აშშ_საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე და ამის შესახებ როგორც პირადად, ისე საჯაროდ, ჩვენმა ელჩმა თბილისში ისაუბრა. მინდა შეგახსენოთ ელჩ კელის განცხადება და ჩვენი საერთო განცხადებაც ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა", – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ჟურნალისტმა კირბის შეახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ენტონი ბლინკენის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, მედიის თავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. ჟურნალისტმა ჰკითხა კირბის, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ან ზოგადად, ინტეგრაციის პროცესი, რაზეც ჯონ კირბიმ უპასუხა, რომ არ სურს, ამ ფორმატში "შესაძლო შედეგებზე ისაუბროს".
"ვფიქრობ, ჩვენ გვსურს ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს", – განაცხადა კირბიმ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...