მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერიამ ერთ ღამეში, თავისუფლების მოედნიდან ქალაქის მთავარი შადრევანი აიღო

ზუგდიდის მერიამ ერთ ღამეში, თავისუფლების მოედნიდან ქალაქის მთავარი შადრევანი აიღო

Published on

ზუგდიდის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გუშინ საღამოს დაწყებული სამუშაოები დილისკენ დაასრულეს: ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებული შადრევანი აღებულია. ტერიტორია დილიდან ასე გამოიყურება:

უამინდობის მიუხედავად, დემონტაჟი მთელი ღამის განმავლობაში მიმდიონარეობდა. დილისთვის შადრევანი აღარ იყო. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, დემონტაჟი შადრევნის აღდგენა-რეკონსტრუქციის მიზნით მოხდა, გამოცხადებულია ტენდერი.

მერიის განცხადებაში ასევე, ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით შადრევანი დაზიანებული და საფრთხის შემცველია, შელახულია ვიზუალურად და აღდგენას საჭიროებს მისი არქიტექტურული ნაწილიც. 

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შადრევანი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დამონტაჟდა. ის კოლხური მითოსის ელემენტებით შემკული, სამი იარუსისგან შემდგარი შადრევანია, რომლის ზედა ნაწილში “ვარდების რევოლუციის” სიმბოლოდ მოზაიკა იყო დამატებული. 

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ შადრევანს ამ სახით უკან აღარ დააბრუნებენ და ის ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის თხოვნით აიღეს, რადგან ზუგდიდში შემოსვლის დროს ხედში ღვთისმშობლის მოზაიკას ფარავდა.

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...