მთავარისიახლეები"ოცნებამ" ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა -ის, სავარაუდოდ, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების...

“ოცნებამ” ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა -ის, სავარაუდოდ, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების დროს დაკავებულებს არ შეეხება

Published on

პარლამენტში “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი დაინიცირდა. მისი ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და “სისხლის სამართლის კოდექსის” 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.

ამნისტია, სავარაუდოდ, არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დააკავეს.

“მე არ ვიცი ზუსტად რა მუხლებით, სისხლის სამართლებრივს ვგულისხმობ, იმიტომ რომ აქციებს რაც შეეხება იქ უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაციული დარღვევები იყო და არ ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ზოგადად, რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუ არ ვცდები ათამდე ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, რა მუხლები აქვთ წაყენებული სიმართლე გითხრათ ზეპირად არ ვიცი, თუმცა როგორც მე მახსოვს ის მუხლები რომლებიც არის ამ მუხლებს ეს ამნისტია არ ეხება”, – თქვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ზოგადად ამნისტია ჰუმანური აქტია, თუმცა ფიქრობენ, რომ არჩევნების წინ ამნისტიას ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად გამოიყენებს.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...