მთავარისიახლეებიმსოფლიონატოს სამიტის განცხადებაში საქართველოცაა ნახსენები - რისკენ მოუწოდებს ალიანსი რუსეთს

ნატოს სამიტის განცხადებაში საქართველოცაა ნახსენები – რისკენ მოუწოდებს ალიანსი რუსეთს

Published on

ვაშინგტონში დღეს დაიხურება ნატოს საიუბილეო სამიტი, რომელიც, ძირითადად, უკრაინის უსაფრთხოებას ეძღვნება. სამიტის დაწყებამდე ერთმანეთს შეხვდნენ ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი. 

სამიტზე მიღებულ განცხადებაში საქართველოზეცაა საუბარი: ნატოს წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული“, – აღნიშნულია დეკლარაციის მე-17 პუნქტში.

ამასთან, დოკუმენტში, დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებზე საუბრისას, ხაზგასმულია, რომ ნატო მხარს უჭერს ამ რეგიონების ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული რეგიონები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ნატო რჩება მათი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთგული.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...