მთავარისიახლეებიპოლიტიკადვალი და საყევარიშვილი აცხადებენ, რომ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, ტელევიზიის...

დვალი და საყევარიშვილი აცხადებენ, რომ არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, ტელევიზიის დროებით მმართველებად მათი დანიშვნის გადაწყვეტილება შეიცვალოს, ამიტომ ჯერ არ შევლენ ტელეკომპანიაში

Published on

"რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში მისვლას და მოვალეობის შესრულებას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის.
აღნიშნულთან დაკავშირებით რეზო საყევარიშვილი და დავით დვალი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც განმარტავენ, რომ ეს არის მათი, როგორც "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების პირველი გადაწყვეტილება.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ა.წ. 5 ნოემბრის საქალაქო სასამართლოს განჩინების თაობაზე საზოგადოების გამოხმაურებასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვართ ჟურნალისტები და მედია-მენეჯერები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებაში არ არსებობდეს კითხვები "რუსთავი 2"–ის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის ირგვლივ.
შესაბამისად, ვინაიდან, საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება არ არის საბოლოო, ექვემდებარება გასაჩივრებას ჯერ პირველ ინსტანციაში, ხოლო შემდგომ სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ტელევიზიის დროებით მმართველებად ჩვენი დანიშვნის გადაწყვეტილება შეიცვალოს, ჩვენ ვაპირებთ, დაველოდოთ გასაჩივრების შედეგებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს ეს განჩინება გაივლის გასაჩივრების ყველა ეტაპს და მიიღებს საბოლოო სახეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდეთ ტელევიზიაში და შევასრულოთ ხსენებული განჩინებით ჩვენზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები", – ნათქვამია საყევარიშვილისა და დვალის განცხადებაში.
ამასთან, ტელეკომპანიის დროებითი მმართველები არხის მოქმედ პარტნიორებს – ყარამანიშვილებს მიმართავენ, წამოაყენონ ნებისმიერი კანდიდატურა "რუსთავი 2"-ის გენერალური და ფინანსური დირექტორების თანამდებობაზე, რომელთაც დაუყოვნებლივ მიანიჭებენ სრულ უფლებამოსილებას ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.
"ასევე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, "რუსთავი 2"–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ, ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.
შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში.
ჩვენ, "რუსთავი 2"–ის დროებითი მმართველები ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები, რომ ტელეკომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს მაუწყებლობა. ეს საქართველოს საზოგადოების უმთავრესი დაკვეთაა", – აღნიშნულია განცხადებაში.

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...