მთავარისიახლეებისაზოგადოებაორბანი, კიევში ვიზიტის შემდეგ, დღეს მოსკოვს ეწვევა და პუტინს შეხვდება

ორბანი, კიევში ვიზიტის შემდეგ, დღეს მოსკოვს ეწვევა და პუტინს შეხვდება

Published on

Financial Times ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარასკევს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩამოსვლას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს გეგმავს.

გამოცემა ერთ უნგრელ და ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ამბობს, რომ ასეთი ვიზიტი, რომელზეც ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, ნამდვილად იგეგმება. მანამდე ვიზიტზე წერდა “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიურო, ასევე უნგრელი ჟურნალისტი საბოლც პანი.

სტატიის მიხედვით, ორაბნი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის როლის შესრულებას აპირებს.

“ვფიქრობ, მისი სტრატეგია არის ორივე მხარის მოსმენა” – განუცხადა Financial Times-ს ერთ-ერთმა წყარომ.

ამ კვირაში ორბანი კიევს ეწვია. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში 2012 წლის შემდეგ. მოგზაურობის დროს მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შესთავაზა განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების მიზნით.

FT იხსენებს, რომ ორბანი ორჯერ შეხვდა პუტინს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა თქვა, რომ უნგრეთს არ აქვს უფლებამოსილება აწარმოოს რუსეთთან ევროკავშირის სახელით მოლაპარაკება და პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაწერა X-ზე: “მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ ჭორები არ შეიძლება, იყოს სიმართლე. თუ შეიძლება?”.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...