მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, ხელისუფლება კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად...

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში, ხელისუფლება კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს -ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში და “ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. ამ თემაზე მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სხვა პოლიტპატიმრები რჩებიან უკანონო პატიმრობაში რუსეთში, ბელორუსიაში და ასევე საქართველოში, სადაც ავტორიტარული ხელისუფლება რუსი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კორუმპირებულ მოსამართლეებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იყენებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, რომლის თავმჯდომარეც ახლა მე ვარ, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით. ის განიცდის არასათანადო მოპყრობას და მოკლებულია სათანადო სამედიცინო დახმარებას. როგორც წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, ის იმყოფება „გარემოში, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი არ არის დემოკრატიულ ქვეყანაში. კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება შეიცვალოს ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით და მოვუწოდებ ამ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”, – თქვა ბოკუჩავამ.

სიახლეები

რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შემთხვევაში, შტატები სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას შეწყვეტს- გაფრთხილება უკრაინას

აშშ-ის დაზვერვამ ვაშინგტონში უკრაინის საელჩო გააფრთხილა, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შემთხვევაში, შტატები სადაზვერვო...

ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს."ვერც...

თეთრი სახლი უარყოფს უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან კავშირს

თეთრი სახლი უარყოფს უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან კავშირს - ამის შესახებ ინფორმაციას Axios აშშ-ის პრეზიდენტის...

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...