მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენიმე საათი ესპანეთთან მატჩამდე

რამდენიმე საათი ესპანეთთან მატჩამდე

Published on

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის მერვედ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მორიგი საფეხბურთო დღესასწაული თბილისის დროით ღამის 11 საათზე დაიწყება. ქართველი ქომაგები კიოლნში ტრადიციული მსვლელობას მოაწყობენ, რომლის დეტალებიც ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყვითელი ბარათების გამო, საქართველოს ნაკრებს დღეს ანზორ მექვაბიშვილი ვერ დაეხმარება

ესპანეთის ნაკრებში პრესკონფერენციაზე საქართველოსთან რამდენიმე წლის წინ გამართული მატჩი გაიხსენეს, რომელიც 1:7 დასრულდა, თუმცა აღნიშნეს, რომ ახლა სრულიად სხვა თამაში იქნება და პორტუგალიასთან მოგება ადასტურებს, რომ საქართველოს ახლა უკეთ მომზადებული გუნდი ჰყავს.”ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ მარტივი თამაში იქნება. საქართველოს საკვალიფიკაციო ეტაპზე შევხვდით, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ხვალ გამარჯვებისთვის ძალიან კარგი თამაშის ჩატარება მოგვიწევს. დღეს ყველა ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობდა. შემადგენლობაში ცვლილებები ყოველთვის უკავშირდება თამაშის გეგმას, რადგან ვაანალიზებთ მეტოქეებს. ამჟამად ყველა ფეხბურთელი ფორმაშია და 100%-ით მზად არის თამაშისთვის. ხვალინდელი მატჩი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, ვიდრე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები. ვილი სანიოლმა თქვა, რომ სწორედ ამ მატჩის (1:7) წყალობით არიან ევროპის ჩემპიონატზე, ასე რომ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება და ხვალ ნებისმიერი შეცდომის ფასი ძვირი იქნება. საქართველოს დიდ პატივს ვცემთ, მათ პორტუგალია დაამარცხეს და ეს ადასტურებს, რომ მომზადებული გუნდია” – ამბობს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე.
“ეს მატჩი უნდა მოვიგოთ, ცივი გონებით უნდა მივუდგეთ, მიწაზე მყარად უნდა ვიდგეთ და მთელი კონცენტრაცია უნდა გვქონდეს მოედანზე. მნიშვნელოვანი მატჩი იყო საქართველოსთან, 7 გოლის გატანა მარტივი არ არის, მაგრამ ხვალ უფრო ცივი გონებით უნდა ვითამაშოთ, რადგან იმ დღეს თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. ხვალ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება, ეს ევროპის ჩემპიონატია, მათ ჰქონდათ დრო თამაშის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვჯერა ჩვენი ძალების, დავამტკიცეთ, რომ კარგ ფორმაში ვართ, თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ თამაშს საღი გონებით უნდა მივუდგეთ. მიქაუტაძე ძალიან კარგი ფეხბურთელია, ეს მან ჯგუფურ ეტაპზე აჩვენა. ვიცით, რომ ის იქნება თუ სხვა, მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს საქართველოს, მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ მათ წინააღმდეგ. ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენს თამაშზე. გავესაუბრები მას ფრანგულად? ზოგადად, მოედანზე მეტოქეებს არ ვესაუბრები” ამბობს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი რობინ ლე ნორმანი.
ბოლო სამზადისია თბილისშიც. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს გულშემატკივარს ტრადიციულად საშუალება ექნება საქართველო ესპანეთის შეხვედრას დიდ ეკრანზე მიადევნოს თვალი. სტადიონზე დღესაც ექვსი დიდი ეკრანი იქნება დამონტაჟებული. ავტობუსების ნაწილი და მეტრო კი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...