მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ პრემიერს რაიმე მიზეზით არ სურს NATO-ს სამიტზე წასვლა, ეს ფუნქცია პრეზიდენტმა...

თუ პრემიერს რაიმე მიზეზით არ სურს NATO-ს სამიტზე წასვლა, ეს ფუნქცია პრეზიდენტმა უნდა იკისროს – ხიდაშელი

Published on

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ნატოს სამიტს არა საგარეო საქმეთა ან თავდავის მინისტრები, არამედ ქვეყნის მეთაური უნდა ესწრებოდეს. ამგვარად, მისი თქმით, ელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერი ან პრეზიდენტი უნდა იყოს.

ხიდაშელის თქმით, თუკი კობახიძეს რაიმე მიზეზით სამიტზე წასვლა არ სურს, მაშინ იქ ზურაბიშვილი უნდა გაემგზავროს.

სამიტზე, სადაც სახელმწიფოთა მეთაურები იკრიბებიან, საგარეო საქმეთა მინისტრის ან თავდაცვის მინისტრის დონე არ არის საკმარისი. ქვეყანა წარმოდგენილად ითვლება თუ დელეგაციის ხელმძღვანელი არის სახელმწიფოს მეთაური. ჩვენს შემთხვევაში ეს ფუნქცია ორ ადამიანს შეუძლია რომ გაწიოს. ამიტომ, მას თუ რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია რომ იყოს მონაწილე სამიტის, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი იქნება თანახმა, რომ წარმოადგინოს ქვეყანა სამიტზე, ამიტომ ეს სულელური საუბრები, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება, ხო, მე მჯერა, რომ ის გულწრფელიც კია, იმიტომ, რომ მისთვის ხომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ ნატოს სამიტზე ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ამიტომ ეს მოსალოდნელია განაცხადია მისი მხრიდან, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ნატოს სამიტზე დასასწრებად ირაკლი კობახიძეს შტატებიდან მიპატიჟება ჯერ არ მიუღია. ცნობილია, რომ ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეულია და მოწვევებიც უკვე გაგზავნილია, თუმცა ვინ იდგება მსოფლიო ლიდერების გვერდით, ჯერჯერობით უცნობია. ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს ჩატარდება.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...