მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას კანონს დაემორჩილოს'' - არასამთავრობო ორგანიზაციები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

,,ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას კანონს დაემორჩილოს” – არასამთავრობო ორგანიზაციები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

Published on

 

ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ხელისუფლებას კანონს დაემორჩილოს – განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა  ელენე ხოშტარიამ დიპლომატიურ კორპუსთან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმდინარე შეხვედრის წინ.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. როგორც ისინი აცხადებენ,  შეხვედრის მიზანია საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს გააცნონ საქალაქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება და  ინფორმაცია ის სამართლებრივი არგუმენტები, რაც ადასტურებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

,, ის რაც დღეს მედიაგარემოში ხდება, არის საგანგაშო, დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ სასამართლომ გადასცა მართვის უფლება მხარეს. ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ აღსრულებასთან დაკავშირებით, ამით ფაქტობრივად დარღვეული იქნა, რადგან მართვის უფლება გადაეცა მხარეს. ის ადამიანები ვინც შემოვლენ მმართველობაში, არ არიან მიუკერძოებელი მოთამაშეები და წარმოადგენენ მხარეს", – განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დუირექტორმა  ეკა გიგაურმა.

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თქმით,   ,, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი ინტერესი ამ საქმის მიმართ .  გვსურს მათ მივმართოთ  დიპლომატებს თხოვნით, ხელისუფლების წინაშე მათ ხელთ არსებული რესურსის საშუალებით ძალიან მწვავედ დააყენონ მედიის დამოუკიდებლობის და ხელშეუხებლობის საკითხი", 

სიახლეები

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

საკადრო ცვლილებები უკრაინის დიპლომატიურ სამსახურში - ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქვეყანაში ელჩები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო...