მთავარისიახლეებიუკრაინა ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულებას გააფორმებს - სამიტზე საქართველოზეც იმსჯელებენ

უკრაინა ევროკავშირთან უსაფრთხოების გარანტიებზე ხელშეკრულებას გააფორმებს – სამიტზე საქართველოზეც იმსჯელებენ

Published on

წუთებში ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იწყება, სადაც პასუხი გაეცემა მთავარ კითხვას – შეერთებული შტატების შემდეგ როგორ უპასუხებს ამჯერად ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას. განიხილება ყველა შესაძლო სცენარი, მათ შორის დაფინანსების შეჩერება, პოლიტიკური დიალოგების შემცირება, ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვები და ა.შ.

რაზე შეთანხმდებიან საქართველოსთან დაკავშირებით ლიდერები ხვალ გახდება ცნობილი, როდესაც სამიტის დასრულების შემდეგ, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდება

დღესვე, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებს ევროკავშირთან და გაწევრიანებაზე ოფიციალურად გახსნის მოლაპარაკებების ეტაპს.

“ჩვენ გასულ კვირას ბევრი ვიმუშავეთ და ვართ იმ პოზიციაში, როდესაც შეგვიძლია პოზიტიური განაცხადები გავაკეთოთ. პირველ რიგში ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დამატებით ხელშეკრულებებს უსაფრთხოების კუთხით და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მეორე საკითხი არის უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს აჩვენებს თქვენს ლიდერობას, მაგრამ ასევე უკრაინელი ხალხის სიმტკიცეს. მესამე საკითხი არის უფრო მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, ისევე როგორც ფინანსური დახმარება და თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ რუსული გაყინული აქტივების შემოსავლები გადავეცით უკრაინას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, რათა გამოვყოთ დამატებით 50 მილიარდი ევრო. ეს აჩვენებს ჩვენს სიმტკიცეს და ჩვენ გვესმის, რომ უკრაინელები, გარდა საკუთარი ქვეყნისა, ასევე იცავენ ჩვენი ქვეყნების მომავალს.” განაცხადა სამიტის დაწყების წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ბრიუსელში უკვე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

“დღეს ჩვენ ლიდერებთან ერთად განვიხილავთ სასწრაფო საკითხებს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდება ბრძოლის ველზე. ჩვენ ასევე მადლობელი ვართ რუსული გაყინული აქტივების საკითხის გამო. გარდა ამისა, სანქციები იქნა დაწესებული რამდენიმე რუსი ოლიგარქისთვის, რაც სამართლიანი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ საფრთხეს, რომ შესაძლოა ზოგიერთი ეს სანქცია გაუქმდეს, რაც ასევე მინდა განვიხილო ჩვენს პარტნიორებთან. მადლობა ბატონ მიშელს მხარდაჭერისთვის, ამ სამიტისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ განვიხილავთ ასევე მეორე სამიტისთვის მზადებას, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ქვეყნისთვის.” განაცხადა ზელენსკიმ

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...