მთავარისიახლეებიმსოფლიოსკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ

სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ

Published on

სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალური ლონდონის მკაცრ რეაგირებას მიესალმება.დონალდ ტუსკი ტერეზა მეის ტელეფონით ესაუბრა.ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მსგავსი თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს.ლიდერები ამ საკითხის განხილვის გაგრძელებას 22-23 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზეც გეგმავენ.სერგეი სკრიპალის მოწამვლა იყო პარიზში ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მოლაპარაკების მთავარი თემაც.საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბრიტანეთს სოლიდარობა და აღნიშნეს, რომ საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.საპასუხო ზომებისთვის ემზადება რუსეთის ხელისუფლებაც. საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, თქმით, ყველა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას ლონდონს უახლოეს მომავალში გადასცემენ.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...