მთავარისიახლეებისაზოგადოებანარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, 11 ნარკორეალიზატორია

ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, 11 ნარკორეალიზატორია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

“სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული კ.ი., 1969 წელს დაბადებული ნ.ს., 1975 წელს დაბადებული ზ.თ., 2002 წელს დაბადებული დ.ა. ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული გ.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1994 წელს დაბადებული გ.ა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 1999 წელს დაბადებული ს.პ., 1993 წელს დაბადებული ჰ.გ., 1991 წელს დაბადებული ა.ბ.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1963 წელი დაბადებული დ.ს., 1983 წელს დაბადებული ვ.ც., 1983 წელს დაბადებული ზ.მ., 2004 წელს დაბადებული ლ.ქ., 1999 წელს დაბადებული მ.მ. ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები:1988 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.მ.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული ო.ზ., 1975 წელს დაბადებული მ.კ., 1979 წელს დაბადებული მ.რ., 1996 წელს დაბადებული ს.ხ., 1976 წელს დაბადებული თ.გ. და 1979 წელს დაბადებული ფ.ს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“, ე.წ. „ბიო“, „მეტამფეტამინი“, და „მარიხუანა“.

ბრალდებულებისგან პოლიციამ ნივთმტკიცებად, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო. ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები.

ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.” აცხადებს შსს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...