მთავარისიახლეებირუსულმა სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსულმა სასამართლომ ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Published on

რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს ალექსეი გონჩარენკოს დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გონჩარენკო რუსულმა სასამართლომ “დამნაშავედ” ცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე „სამხედრო ფეიქების“ გავრცელებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი), ტერორიზმის გამართლებაში (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) და სიძულვილის წაქეზებაში ძალადობის მუქარით (სსკ-ის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

კონკრეტულად რა გახდა უკრაინელი დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი, უცნობია.

“ვიღებ მილოცვებს!” – ასე ეხმაურება თავად უკრაინელი დეპუტატი ოკუპანტის გადაწყვეტილებას:

“სასჯელში წერია, რომ სამი წელი ციხეში უნდა გავატარო, დანარჩენი შვიდი – საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, სამი წლით ამიკრძალეს საიტების ადმინისტრირება.
ვიღებ მილოცვებს! რუსეთში ნასამართლევი პირველი სახალხო დეპუტატი!” წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

გონჩარენკო უკრაინი რადას წევრია პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობის” პარტიიდან.

სიახლეები

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა

მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა 75 წლის ასაკში მარტვილელი სამოქალაქო აქტივისტი მზისა გაბეშია გარდაიცვალა....

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...