მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.სამინისტროს ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომობილის ძარაზე, საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 4.3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და ძელაკი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული. მათივე ცნობით, მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ავტომანქანა დაილუქა, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...