მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკო მანაგაძეს დაზარალებულის სტატუსი ჯერ მინიჭებული არ აქვს

ნიკო მანაგაძეს დაზარალებულის სტატუსი ჯერ მინიჭებული არ აქვს

Published on

აქტივისტი, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკო მანაგაძე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავს დაესხნენ, მოწმის სახით გამოიკითხა. პროკურატურას მისთვის დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ მიუნიჭებია.

“მოწმის სახით დამიკითხეს იმ საქმეზე რომლის მსხვერპლიც ვარ სინამდვილეში. ამიტომ მითხრეს, რომ არ მაქვს უფლება ვიცოდე რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და ასე შემდეგ, შესაბამისად, არ მითხრეს დაზუსტებით, დაუშვათ არის თუ არა კამერების ჩანაწერები ამოღებული. მივყვები ფორმალურ პროცედურებს, ჩაიბარეს ის ტანსაცმელი, რომელიც მეცვა უშუალოდ თავდასხმის დღეს და აღენიშნება სისხლის ლაქები, მოხდა დეტალური გამოკითხვა, ვისაუბრე იმაზე რაც მოხდა უშუალოდ იმ დღეს და რაც უძღოდა ამას წინ”, – ამბობს მანაგაძე.

ნიკო მანაგაძეს თავს 7 ივნისს დაესხნენ და სცემეს. თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში მასზე თავდამსხმელი რამდენიმე პირი ჩანს.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...