მთავარისიახლეებისაზოგადოებამუქარა წალენჯიხის მერის მოადგილის არასრულწლოვან შვილზე

მუქარა წალენჯიხის მერის მოადგილის არასრულწლოვან შვილზე

Published on

სატელეფონო ზარებით მუქარასა და დაშინების კამპანიაზე ბრიფინგი გაიმართა წალენჯიხის მერიაში. მერმა თქვა, რომ ბოლო პერიოდში მერიის არაერთ თანამშრომელს დაურეკეს და დაემუქრნენ. მან მიმართა საელჩოებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ცნობად მიიღონ, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობა უწყების თანამშრომლებს.

მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ამბობს, რომ ურეკავენ მის არასრულწლოვან შვილსაც.

“ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი ვართ ადევნების საგანი, პერიოდულად გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ სამშობლოს მოღალატეები და მალე დავისჯებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის ტელეფონის ნომერი არსად არ არის ფიქსირებული, მას ურეკავენ, რაც გვიქმნის განცდას, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება”, – ამბობს წალენჯიხის მერი მოადგილე, თამარ ბელქნაია.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერიც და საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....