მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით საყვარელიძე და პოროშენკოს ,,ბრილიანტის პროკურორები''

დავით საყვარელიძე და პოროშენკოს ,,ბრილიანტის პროკურორები”

Published on

დღეს ლვოვის სასამართლოში  დავით საყვარელიძის საქმეს განიხილავენ. 
 
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი თანამებრძოლის წინააღმდეგ  პოროშენკის რეჟიმის მიერ აღძრულ საქმეს  თავის პირად ფეისბუქგვერდზე ეხმაურება:
 
,,დავითს შვიდი წლით პატიმრობა ემუქრება იმის გამო, რომ შარშან, სექტემბერში უკრაინაში დააბრუნებაში დამეხმარა. მას გამუდმებით ეუბნებიან, რომ ოღონდ უკრაინიდან წავიდეს და  საქმეს მყისვე შეწყვეტენ ისევე, როგორც შეაჩერეს ჩემი საქმე  მას შემდეგ, რაც უკრაინა იძულებით დამატოვებინეს, ის კი პრინციპულად  არ ნებდება მათ და  ბრძოლას განაგრძობს.   
დავითს პოროშენკოსთან კონფლიქტი ჩემზე რამდენიმე თვით ადრე ჰქონდა და იმ დროიდან,  როცა მან  ნივთმტკიცებებით (ბრილიანტებითა და ასეულ ათასობით დოლარით)  ხელში დააკავა ,,ბრილიანტის პროკურორები''. ეს პროკურორები კი მაშინ ჰაერით მოვაჭრე პოროშენკოს  მთავარი შემსრულებლები იყვნენ მის სისხლის სამართლის საქმეებში.
 
მას შემდეგ დავით საყვარელიძე ,,გარანტის'' სიძულვილის ერთერთ მთავარ ობიექტად იქცა. 
 
დავითი არ ნებდება და ბრძოლას აგრძელებს. მაგრამ თქვენ? ჩვენ ყველანი? ''- წერს პრეზიდენტი  სააკაშვილი. 
 
 

სიახლეები

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია 4 პირი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნივთმტკიცებად...

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა - საგამოცდო...

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....