მთავარისიახლეებისაზოგადოებაენმ-ის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ენმ-ის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პარტიის ლიდერებმა მათ ინფორმაცია მიაწოდეს 100 – მდე შეიარაღებული, ნიღბიანი პირის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე 100-მდე პირის თავდასხმიდან, სამი დღე გავიდა. გაგიკვირდებათ, ერთი ადამიანიც არ არის დაკავებული, თურმე 100 ადამიანიდან რომელიმეს იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება.
ჩვენ პარტნიორებს ვუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც არამარტო ჩვენი პარტიის ოფისზე თავდასხმას ეხება, არამედ სხვა პარტიებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ზარებზე. ასევე, ვსაუბრობთ საარჩევნო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას.
პარტნიორებთან საუბარი გვაქვს, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი საარჩევნო გარემოში გადმოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ ესენი არჩევნების ჩატარებას არ აპირებენ. მათი ამოცანა იქნება დაკავებები და სამართლებრივი დევნა თავისუფალი ადამიანების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.
ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები არ გასვლია არავის არასდროს. ტყუილად აქვს იმედი ივანიშვილს, რომ ვინმეს შეაშინებს. საქართველო იქნება ივანიშვილის გარეშე, ევროპასთან ერთად” აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, ენმ-ის ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი 1 ივნისის ღამეს დაესხა თავს. ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს პარტიის ინვენტარი. ხის ჯოხებითა და ქვებით შეიარაღებული მოძალადეები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. თავდასხმის დროს შენობაში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...