მთავარისიახლეებისაზოგადოებაანა წითლიძე - მთავრობამ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ონკოპაციენტი ბავშვები გაწირა

ანა წითლიძე – მთავრობამ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ონკოპაციენტი ბავშვები გაწირა

Published on

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ონკოპაციენტებზე, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ბავშვი, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა, რადგან მათი მკურნალობის დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული ევროპასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

„ეს კანონი ცხადია შეეხება ყველას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები, რომლის მკურნალობის დაფინანსებაც პირდაპირ არის მიბმული ევროპას და თითოეული ეს ბავშვი ფაქტობრივად, რჩება მკურნალობის გარეშე და თითოეული ეს ბავშვი, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის იყოს პრიორიტეტული, სახელმწიფომ გააკეთა პირიქით და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ეს ბავშვი გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს

სიახლეები

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტია იმარჯვებს

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი რუმენ რადევის პარტია იმარჯვებს | წერს Deutsche...