მთავარისიახლეებირუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება - "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ივნისში 400-ზე მეტი ფრენა...

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება – “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ივნისში 400-ზე მეტი ფრენა იგეგმება

Published on

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აქტიურდება – “რადიო თავისუფლების” ცნობით, ივნისში 401 რეისის შესრულება იგეგმება.

ქართული კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ივნისში თბილისიდან მოსკოვში დღეში სამჯერ იფრენს, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში კვირაში 3-ჯერ.

კომპანია “Red Wings” გეგმავს შეასრულოს ფრენები თბილისში სოჭიდან, ჟუკოვსკიდან, ეკატერინბურგიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან; ბათუმში მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სამარიდან; ქუთაისში სანქტ-პეტერბურგიდან. ივლისიდან იგეგმება ეკატერინბურგი-ბათუმის პირდაპირი ფრენის დამატება.

“აზიმუტი” კი მოსკოვიდან თბილისში ყოველდღე 2 ან 3 რეისს ასრულებს, “რადიო თავისუფლება” წერს, რომ ივნისში სულ 81 რეისია დაგეგმილი, რასაც ემატება ფრენები თბილისში მინვოდიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, სოჭიდან, უფიდან. ასევე, მოსკოვიდან ბათუმში (17).

დაგეგმილი ფრენების რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:

Red Wings – 153;

“აზიმუტი” – 145;

“ჯორჯიან ეარვეისი” – 103.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შედეგად 2023 წლის 19 მაისს აღდგა.

საქართველოში ფრენებს ის რუსული ავიაკომპანიები ასრულებენ, რომლებიც არ არიან სანქცირებული დასავლეთის მიერ. ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს. ისინი რეისების რაოდენობას ეტაპობრივად ზრდიან.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...