მთავარისიახლეებისაზოგადოებაბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა...

ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება

Published on

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.
 
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.
 
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.
 
გიორგი მარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.
 
პრეზიდენტმა მისი ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ერვროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა.
 
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.
 
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთამენთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...