მთავარისიახლეებისაზოგადოებათსუ-ს სოც.პოლის ფაკულტეტის სტუდენტები ოხანაშვილსა და მიქანაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევენ

თსუ-ს სოც.პოლის ფაკულტეტის სტუდენტები ოხანაშვილსა და მიქანაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევენ

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები იფიცებიან.

გავრცელებულ მიმართვაში ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეს რუსულ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში იწვევენ.

ისინი უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას მოუწოდებენ, უზრუნველყოს და დააორგანიზოს ეს შეხვედრა.

“გვინდა შეგახსენოთ, რომ გვაქვს საკმარისი ზრდილობა და კულტურა, რათა წარვმართოთ აღნიშნული საჯარო დისკუსია ჯანსაღ, კონსტრუქციულ და გამჭვირვალე გარემოში”, – ამბობენ სტუდენტები.

გარდა ამისა, მიმართავენ აკადემიურ საბჭოს, რუსულ კანონთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატონ.

“ასევე, გვსურს შევახსენოთ თსუ-ს, რომ მისი ბიუჯეტის 75% ივსება სტუდენტების მიერ, შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა სტუდენტების მიმართა და მოვითხოვთ აკადემიური საბჭოსგან, დააფიქსიროს მკაფიო განცხადება, პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით”.

***

დღეს პარლამენტმა 12:00 საათზე პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით რუსული კანონი უნდა განიხილოს. ოცნება კანონის მიღებას აპირებს.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...