მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გრიგოლი მეორე მღვდელმთავარია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას შემდეგ, რომელმაც...

მეუფე გრიგოლი მეორე მღვდელმთავარია ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას შემდეგ, რომელმაც ღიად თქვა, რომ დეკანოზი მამალაძე მსხვერპლია

Published on

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი  3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა გუშინ  მატროსოვის ციხეში, სადაც ე.წ. ცინიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაზესთან შესახვედრად შევიდა. მეუფე გრიგოლი თავს იკავებს მათი საუბრის შინაარსის გახმაურებისგან,  თუმცა თავის განცხადებაში  ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
 
,,მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ, რაც აზრი გამომაქვს, რაც ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. ის გარემოებათა მსხვერპლია, 
იმედს გამოვთქვამ, რომ ამ საკითხში დროთა განმავლობაში მეტი ნათელი შემოვა. თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია იგი მხოლოდ ერთ–ერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, მაშინ რატომ იმყოფება საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ეს ჩემი კითხვებია, არ გაფანტულა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი. მე ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ იგი დამნაშვეა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი არის მსხვერპლი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას შემდეგ, მეუფე გრიგოლი მეორე მღვდელმთავარია, რომელმაც ღიად თქვა, რომ დეკანოზი მამალაძე მსხვერპლია და საქმეში ბურუსით არის მოცული.
 
პატიმარი მღვდლის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის განცხადება საკმარისი გარემოებაა იმისთვის, რომ საზოგადოება დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნდეს. გიორგ ფანცულაიას თქმით,
მეუფე გრიგოლის განცხადება სხვა სასულიერო პირებისთვისაც საყურადღებო უნდა იყოს –  უსამართლობასთან ბრძოლა სასულიერო პირებმა საპატრიარქოშიც უნდა გააგრძელონ. .
 
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი პატიმრობაში მყოფ მღვდელთან ციხეში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შევიდა.  ესიყო რეაქცია მამა გიორგი მამალაძის მიერ ციხიდან   „კურიერისთვის'' გაგზავნილ  სამ გვერდიან წერილზე, სადაც, სადაც ის საერო  სასულიერო ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ ეკლესიასა და მთავრობაში ქვეყნის მტრები არიან. გზავნილში მამა გიორგი " წერს თუ რა გარიგებას სთავაზობდნენ მას საერო და სასულიერო პირები თავისუფლების სანაცვლოდ, როგორ ემუქრებოდნენ , თუ ის მათთან გარიგებაში არ შევიდოდა.
 
მეუფე გრიგოლი არ უარყოფს , რომ დეკანოზისგან მიიღო გარკვეული ინფორმაცია, თუმცა მასზე საუბარი არ სურს – „მოგეხსენებათ, რომ მრევლისადმი ჩვენი მიმართვისას სწორედ რომ ვახსენეთ პრობლემა, რომელიც დეკანოზ გიოგი მამალაძეს უკავშირდებოდა, ე.წ. ციანიდის საქმეს. ბუნებრივია, რომ სურვილი გამიჩნდა შევხვედროდი და პირადად მომესმინა მისგან ის, რისი თქმაც სურს. მეორეც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატიმრის მონახულება. ეს ძალიან კეთილი საქმეა. რაც შეეხება საუბრის თემას, ეს არის სასულიერო პირსა და მორწმუნე ადამიანს შორის საუბარი, რომელიც დაცულია და პირადად მას რაიმე განცხადების გაკეთება არ უთხოვია. შესაბამისად, იმ საუბრის გამჟღავნება, რომელიც ჩვენს შორის შედგა, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
 
 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...