მთავარისიახლეებისაქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული...

საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან-ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო – სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი

Published on

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების #ნაწილი, ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გვსურს საჯაროდ და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია!
უნდობლობას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს „ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომელიც არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, რომლისკენაც მიილტვის საქარათველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა.
სრულიად ვიზიარებთ საერთო, სახალხო სწრაფვას ევროკავშირისაკენ და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და სწორი მისწრაფებებით.
ჩვენთან ერთად არიან სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათთან ერთად ვიდგებით ამ ბრძოლაში და არ დავთმობთ, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ამის პირობას ვდებთ ჩვენ, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები ზუგდიდიდან, რომელიც ასე ახლოსაა აფხაზეთთან და ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის კლანჭებქვეშ ცხოვრება.
რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი, სტუდენტების მომავალი. ილახება ყველა ის ღირებულება თუ ფასეულობა, რომელსაც უნივერსიტეტის კედლებში ვსწავლობთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორებს, რექტორს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად თითოეული პროფესიისა თუ თაობის წარმომადგენელს, დადექით ჩვენს გვერთოთ! აირჩიეთ ნათელი, ევროპული მომავალი, აირჩიეთ ქვეყნის სწორი კურსი. დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სადარაჯოზე. ენა, მამული, სარწმუნოება და ქართველი ხალხის ერთობა ყოფილიყოს ჩვენი მოტივატორი!
„არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე“
#არარუსულკანონს!!
#კიევროპას!!!
#რუსეთიოკუპანტია
#აფხაზეთისაქართველოა

ნათქვამია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის განცხადებაში

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...