მთავარისიახლეებისაზოგადოებასარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია

Published on

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა, თუმცა თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. "სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია, თუმცა თურქეთის მხარეს ჯერჯერობით შეფერხებით ხორციელდება გადაადგილება. მიზეზი ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია. შეფერხებით მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ. მგზავრებს და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. თურქული მხარე მხოლოდ თურქული სანომრე ნიშნით ავტომობილებს ატარებენ. ამბობენ, რომ ხარვეზი მალე აღმოიფხვრება",- აცხადებს  შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.
გუშინ, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ გათიშული იყო საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებული იყო ორივე მიმართულებით.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...