მთავარისიახლეები"არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას" - ისრაელში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია...

“არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას” – ისრაელში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

Published on

ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველო საელჩოს წინ შეიკრიბნენ და რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და თბილისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

“მშვიდობიანი და მდუმარე აქცია გავმართეთ. საელჩოს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, საემიგრაციო პოლიცია გამოიძახეს. საემიგრაციო სამსახური, რომელიც იდგა და მთელი ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში გვაკვირდებოდა დიდი ავტომანქანით. ეს არის დაშინების მცდელობა. იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ეს საელჩოს წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან, რომ საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც არიან ისრაელში, არიან არალეგალურად და შესაძლოა, დეპორტაციის ეშინოდეთ. ამიტომ, არა მხოლოდ რუსულ კანონს, არამედ არა რუსულ მთავრობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქციაზე დაშავდა ან მის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ირაკლი მეტრეველმა

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...