მთავარისიახლეებიპაპუაშვილი რუსულ კანონზე-საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს მესამე მოსმენით

პაპუაშვილი რუსულ კანონზე-საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს მესამე მოსმენით

Published on

“სამწუხაროდ, თავიდანვე ამ კანონპროექტს დახვდა უბრალოდ ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან და ნაცვლად იმისა, რომ ის კანონი და იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და რომელზეც თავად ევროკავშირიც მუშაობს, ეს იდეა განგვეხილა დეტალებში, ნაცვლად ამისა, იყო ყრუ კედელი, ბრენდირება კანონისა იმისთვის, რომ ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით და შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ გარკვეულ ტენდენციას და მზაობას შინაარსობრივი განხილვისა. მე როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით. ვიცით, რომ პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო, ვეტო არის ის მექანიზმი, როდესაც თუ კი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი და ახლა მაინც უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზად ყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა უბრალოდ მათ შესთავაზონ ბრენდირება ამ კანონისა, თუ კი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში”.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონზე.

სიახლეები

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...