მთავარისიახლეებისაზოგადოებასარფის გამშვებ პუნქტზე საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვის გამო მიმოსვლა პარალიზებულია

სარფის გამშვებ პუნქტზე საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვის გამო მიმოსვლა პარალიზებულია

Published on

დღეს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით.„როგორც ქართველ მებაჟეებს თურქმა კოლეგებმა აცნობეს, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერჯერობით, უცნობია. 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქართული მხრიდან მგზავრთა და ტვირთების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ე.წ. LIVE კამერების საშუალებით, შეუძლია თვალყური ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას. 
 
ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ შეძლებს მგზავრებისა და ტვირების მომსახურებას“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს...