მთავარისიახლეებისაზოგადოება„ლაშა გოგიასთან გაგზავნილი განცხადების გამო არ გავაფორმე ხელშეკრულება ზეინაბ მორგოშიასთან“- მადონა მაქაცარია

„ლაშა გოგიასთან გაგზავნილი განცხადების გამო არ გავაფორმე ხელშეკრულება ზეინაბ მორგოშიასთან“- მადონა მაქაცარია

Published on

ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია სამკითხველო დარბაზის ყოფილი მთავარი სპეციალისტის ზეინაბ მორგოშიას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს და ამბობს, რომ მას ხელშეკრულება იმიტომ არ გაუგრძელა, რომ რეორგანიზაციამდე წერილით მიმართა ქალაქის მერს სიტუაციის გასარკვევად. „ზეინაბ მორგოშია მოვიდა და მითხრა ავიყვანდი თუ არა სამსახურში, რადგან ის იყო ალიოშა ალკანიას მეუღლე, რომ ვკითხე, ვინ არის -მეწთქი, მითხრა დავითიანის გამგებელი იყოო და გაგონილი მქონდა ეს ამბავი პრესიდან, მეტი არც ვიცნობდი. ვუთხარი რომ მსგავს რამ ჩემი მხრიდან არ მოხდებოდა და რომ არ დამვიწყებოდა მისი სახელი ჩავინიშნე, თვითონაც ხედავდა. ამის შემდეგ 26 იანვარს, ერთი კვირის შემდეგ განცხადება გაუგზავნა ლაშა გოგიას, სადაც ითხოვდა პასუხს, თუ რატომ არ გავუგრძელეთ ხელშეკრულება, როცა თანამშრომლების აყვანა დაწყებულიც არ იყო. სწორედ ამის გამო აგარ გავუგრძელეთ ხელშეკრულება. სხვა მიზეზი არ ყოფილა, არც ლაშა გოგიას, არც მაიზერ ნანავას და არც მამუკა წოწერიას ჩემთან ამაზე საუბარიც კი არ ქონიათ, რატომ მიჩივი შედალოცვილო მაშინ, როცა არ არის არავინ დანიშნული და რეორგანიზაცია არ დასრულებულა? მე მას საერთოდ არ ვიცნობდი და წინასწარ რატომ მაფრთხილებდა? რატომ მიჩივლა?- განაცხადა მადონა მაქაცარიამ.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...