მთავარისიახლეებისაზოგადოებაარა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს - დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია...

არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს – დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აქცია გაიმართება

Published on

დღეს, 7 მაისს, რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება თბილისში. “თავისუფალი საზოგადოება” წერს, რომ პარლამენტთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება თელავშიც – მოქალაქეები შეკრებას 19:00 საათზე ერეკლე მეორის ძეგლთან დაიწყებენ.

რა ხდება:
3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა.”

კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამის მიუხედავად, “ოცნებამ” 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. გასულ ღამეს კი რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა (წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი…). დააკავეს აქციის 63 მონაწილე.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური იყო, გამოყენებული ძალა გაუტოლდა წამებასა და არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას.

1 მაისს “ოცნებამ” რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო. აქცია სპეცრაზმმა ისევ დაშალა, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, იყო ფიზიკური ძალადობა და დაკავებები. აქციის მონაწილეები დააკავეს 2 მაისსაც, როცა დემონსტრანტებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს. დემონსტრანტების ნაწილს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაკავებული ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არავინაა, თუმცა მედიაში გაჟღერდა იმ პირების მონაცემები, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

დარჩენილია მესამე, საბოლოო მოსმენა.

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...