მთავარისიახლეებიკულტურაგაისვრის თუ არა აკა მორჩილაძის ,,ობოლე'' კანში?

გაისვრის თუ არა აკა მორჩილაძის ,,ობოლე” კანში?

Published on

აკა მორჩილაძის რომანი ობოლე ("obOle") კანის კინოფესტივალის სექციაში ს Shoot the Book  ნომინანტი გახდა. –  ამის შესახებ ინფორმაციას  ავრცელებს.ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლის ინიციატივით მოხდა წიგნის წარდგენა საფესტივალო განხილვისათვის გასული წლის ნოემბერში. 
 
ეს პირველი შემთხვევაა, როცა  ქართული წიგნი ამ პრესტიჟულ ფესტივალზე გადის, ,,ობოლე''  უკვე მოხვდა განსახილველად შერჩეულ 10 საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის, რაც თავისთავად უკვე არის წარმატება. 
 
 რომანს, რომელიც რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა საქართველოში კარგი გამოხმაურება ჰქონდა,  მან ავტორს  ლიტერატურული პრემია ,,საბა'' მოუტანა. 
 
რომანის მთავარი გმირი, ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭი, ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება… სახლის სხვენში ასული ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელიც ბიძამ ბავშვობაში ობოლედ გააცნო. ობოლე მურის ციხისთავების ნაქონი, ლამაზი, გრძელლულიანი თოფია, კაჟიანი, სადაფებით გაწყობილი. მშვიდობიანობის დროს კედელზე ეკიდა უმოქმედოდ, ცარიელი, კაჟი კარგა ხნის გაცვეთილი ჰქონდა და ამ თავისი დუმილით ყველა წინანდელი გასროლა გამოისყიდა, ერთხელ კი გასროლის გარეშეც გადაარჩინა ერთ-ერთი პატრონი. ეს თოფი, ბაბუისეული სახლი და გარსშემოხვეული ისტორიები საოცარ ფანტაზიებს აღუძრავს მთავარ გმირს, რომელიც ისედაც არ უჩივის წარმოსახვის სიმწირეს და ეს ფანტაზიები ნელ-ნელა წარმოუდგენლად იხლართება რეალობაში. მაგრამ თუ სცენაზე თოფი კიდია, უნდა გაისროლოს კიდეც.
 
,,გაისვრის ობოლე ბოლოს და ბოლოს?'' –  ეს კითხვა რომანის გმირის თოფს ეხება,  აი, როგორ გაისვრის აკა მორჩილაძე კანში 15 მაისისთვის გაირკვევა.
 
მიმდინარე წელს ქართულმა ლიტერატურამ უკვე მეორედ მოიპოვა ასეთი წარმატება საერთაშორისო კინოფესტივალებზე
 
.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...