მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მტერი ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს, და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

მიხეილ სააკაშვილი: მტერი ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს, და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

Published on

,,ჩვენ გადავდივართ გადამწყვეტ მოქმედებაზე – მტერი ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს, და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ''. – პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება, სადაც კიევში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
 
სააკაშვილი ამბობს, რომ იგი შოკშია იმის გამო, რაც ბარიგების ხელისუფლებამ მოიმოქმედა ატო – ს ვეტრანების წინააღმდეგ კიევის ცენტრში. ,,ავაქოვის ბერკუტი პირდაპირი მნიშვნელობით წელში ამტვრევდა და მუხლებზე აჩოქებდა ადამიანებს, ვინც თავგანწირვით იცავდა ჩვენს ქვეყანას პუტინის აგრესიისაგან.  ''
 
 მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ამ გადაგვარებულებს ეს არ უნდა შერჩეს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება დომინოს პრინციპი.''  მან მოუწოდა ხალხს გავიდნენ დაუმორჩილებლობის  მასშტაბურ აქციაზე, რომელსაც დემოკრატიული, პეტრო პოროშენკოს რეჟიმთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები უწევენ ორგანიზებას.  
 
როგორც გამოცემა ,,ელისე ჟორნალი'' წერს, ეს ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ჰოლანდიიდან, ,,სადაც იძულებით იმყოფება  მასთან ოლიგარქ პოროშენკოს მხრიდან ანგარიშსწორების შემდეგ''
 
 
 

სიახლეები

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...