მთავარისიახლეებიაშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა

Published on

აშშ-ს სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ასიგნებების შესახებ. თვეების დაპირისპირების შემდეგ, კანონპროექტი სენატმა მიიღო 79-18 წინააღმდეგ, სამშაბათს, მას შემდეგ, რაც პალატამ დაამტკიცა ის შაბათს.

პაკეტის ჯამური მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, აქედან 61 მილიარდი უკრაინაზეა გათვლილი. ახლა, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთვის საჭიროა მხოლოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმოწერა. მედიის ცნობით, ბაიდენს გადაწყვეტილი აქვს დაუყოვნებლივ მოაწეროს მას ხელი, რის შემდეგაც უკრაინას დახმარების პირველი პარტია რამდენიმე დღეში მიეწოდება.

პაკეტი ასევე მოიცავს 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და ღაზის მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის, 8 მილიარდ დოლარს ჩინეთის საფრთხეების დასაძლევად ტაივანსა და ინდო-წყნარ ოკეანეში.

Associated Press-თან ინტერვიუში, კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა თქვა, თუ კონგრესი არ მიიღებს დახმარებას “ამერიკა გადაიხდის ფასს ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით”. შუმერი და სენატის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონელი აცხადებდნენ, რომ შესაძლოა საშინელი შედეგები მოჰყვეს აშშ-სთვის და მის ბევრ მოკავშირისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესია შეუმჩნეველი დარჩება.

სიახლეები

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...