მთავარისიახლეებისაზოგადოება12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 32 %-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა

12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 32 %-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა

Published on

დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, 32 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა ჟურნალისტებს, ტექდათვალიერების 2 თვიან შედეგებზე საუბრისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელმა მიმართა. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ტექდათვალიერება ჩაუტარდა 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 2 935 ავტოსატრანსპორტო საშუალება ცნობილ იქნა უვარგისად და მიეცა ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა. ხარვეზების უმეტესობა სამუხრუჭო მოწყობილობასთან, გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან მიმართებაში დაფიქსირდა. შემოწმებული (11 457 ) ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 405 ავტოსატრანსპორტო საშუალება არის იურიდიული პირის მფლობელობაში.გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში დამატებითი ცენტრების შექმნის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. "დაახლოებით 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს. 1-ელი ივლისიდან ამ ჯგუფს ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება", – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...